
შსს-მ გუშინ, გლდანში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია იარაღი.
სროლის ხმა აკაკი ვასაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ისმოდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა.
მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ვასაძის ქუჩაზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან მოხდა.