
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ჯამში 973 გახდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში ორით გაიზარდა და 846 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4851ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.