გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისთვის წინასწარაა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, სადაც წერია, რომ რომ 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა. ადვოკატი ამბობს, რომ ახლა დასადგენია, დაზიანებები შაქარაშვილს სიცოცხლეში მიაყენეს თუ არა
გავრცელდა ამ დასკვნის შინაარსი წინასწარ და რამდენადაც ცნობილია, არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით. მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ეს, რადგან ასევე მითითებული უნდა იყოს ეს დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია თუ მას შემდეგ არის მიღებული, რითი არის მიყენებული - ამბობს გელხაური
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ დასკვნა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, მათ შორის სავარაუდოდ ცნობილი იქნება გარდაცვალების მიზეზიც.
თუმცა დაკავებულების ადვოკატების ნაწილი ექსპერტიზის პასუხი მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმებას გამორიცხავენ.
ამ დროისათვის ზუსტი დრო, როდის გამოქვეყნდება დოკუმენტი, ცნობილი არ არის.
შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე დღეს კომენტარი პრემიერ მინისტრმაც გააკეთა. გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ გამოძიების პროცესში, რომელიმე სამართალდამცველის მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
გარდა ამის, პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ტრაგედიას დაინტერესებული ადამიანები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.