ინციდენტი ბათუმში - ოჯახი დაჭრას უარყოფს და ამბობს, რომ არასრულწლოვანი წაიქცა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ექიმები ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი საგნით, მუცლის ღრუში აქვს მიყენებული.

დაჭრა უარყოფენ არასრულწლოვნის ოჯახის წევრები. მამა ამბობს, რომ მისი შვილი წაიქცა და დაზიანებებიც მაშინ მიადგა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირიპისრება უძღოდა. ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი