კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციის ვალდებულება მოიხსნა

გამოქვეყნდა:

COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.

მთავრობის დადგენილებით, მათ ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია, მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)).“, – წერია დადგენილებაში

აღნიშნული მთავრობის დადგენილება 27 სექტემბრით თარიღდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი