ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა - ექსპერტების შეფასება და დამატებითი მუხლით შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მოთხვონით იყო საქმეში ჩართული, ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიას ის თავიდანვე ვარაუდობდა, თუმცა ოფიციალურ დადასტურებამდე ამაზე არ საუბრობდა.

გარდა ამისა გეჯაძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა რა ვითარებაშია ეს დაზიანებები მიღებული, ექსპერტი ამ ეტაპზე არაფერს ამბობს:

ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით, ცხედარს ჰქონდა გარეგანი დათვალიერებით საკმაოდ ბევრი დაზიანება. ჩვენ გვაქვს არაერთი, არაერთჯერადი მკვრივი ბლაგვი საგნით ჰემატომები, ანუ სისხლჩაქცევები - ამბობს გეჯაძე 

ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება "ემპათიას" ხელმძღვანელი. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დასკვნაში ნახსენებია მსუბუქი დაზიანებები, თუმცა ის ამ შეფასებას არ ეთანხმება.

ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული რამდენმა ადამიანმა მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ცხედარზე აღმოჩენილი ტრავმებიდან გამომდინარე, გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა- განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი