"გირჩი" გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გირჩი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს - შესაბამის სარჩელს პარტიის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაარეგისტრირებენ. 

პარტიაში ამბობენ, რომ პარტიულ სიას მათი მხარდამჭერი პარტნიორები ადგენენ და მათი სია სწორედ ამ ადამიანების შეხედულებისამებრ ფორმირდება. მათივე ინფორმაციით, თუ პარტია კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება, მათ არჩევნებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა არ მიეცემათ. 

საკონსტიტუცუიო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ამ ნორმის მოქმედება, ასეთი ვალდებულებით პარტიის რეგისტრაცია არ იქნება სამართლიანი. შეურაცხმყოფელიც კი არის სქესის მიხედვით, ადამიანების ასე დაყოფსა. პარლამენტში ვინ შეიძლება მოხვდეს და ვინ არა, ამას ხალხი წყვეტს და არავის აქვს უფლება, ასეთი შეზღუდვა დააწესოს, - ამბობს პარტიის იურისტი, ლევან ჯგერენაია. 

შეგახსენებთ, რომ ცვლილების მიხედვით, პარტიების სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში 30 ქალი მოხვდება. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი