შაქარაშვილის საქმე - ნიკა გვარამია შსს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა

გამოქვეყნდა:

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საგამოძიებო უწყებას ხელახლა გამოკითხვაზე ჯერ-ჯერობით არ დაუბარებია საქმის მთავარი ფიგურანტები, სამაგიეროდ, გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა. 

უწყება ნიკა გვარამიას რამდენიმე საათის წინ ჩაბარდა. გვარამიას ადვოკატის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა. თუმცა, მზადაა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს. 

გამომძიებელს შევატყობინეთ, რომ სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოითხოვონ სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სადაც ჩვენ გამოვცხადდებით და მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას. რაც შეეხება იმას, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას ეს ჩვენთვის უცნობია, ერთადერთი გვითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშრებით არის დაბარებული გამოკითხვაზე, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი