
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმა - საქმის ახალ დეტალებზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილს საუბარი ისევ არ სურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიება გრძლედება და დამატებითი ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება.
აღნიშნული ღონისძიებით შესაძლო დიდი საფრთხე და პროვოკაციები ასცილდა დღეს ჩვენს ქვეყანას. გამოძიება მიმდინარეობს. გადასულია ინტენსიურ ფაზაში. გამოძიების მნიშვნელობიდან, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მეტს ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, - ამბობს ხოჯევანიშვილი.