"მოსმენების საქმეზე" ეკა კვესიტაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, სუსი "ვოთსაფის" მიმოწერებსა კითხულობს- ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ე.წ. მოსმენების საქმეზე, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას მისი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

როგორც მშვენიერაძე კვესიტაძის გამოკითხვის შემდეგ წერს, სუს-ი "ვოთსაფის" აპლიკაციის მიმოწერასაც კითხულობს:

"დღეს ეკა კვესიტაძე თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად სცნო ე.წ. მოსმენების საქმეზე. როგორც ადვოკატმა მონაწილეობა მივიღე მის გამოკითხვაში. თავს ვალდებულად ვთვლი გითხრათ, რომ სუსი არამხოლოდ ფიჭური კავშირგაბმულობის არხებით გვისმენს, არამედ უსმენს და კითხულობს ჩვენს მიმოწერებს ვოთსაფის აპლიკაციაშიც." წერს მშვენიერაძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი