"ნასვამი იყო, სიგარეტი დაუვარდა და ჩაეძინა" - ავლაბარში 7 ბინა დაიწვა

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით ხანძარი იყო ავლაბარში. სპარტაკის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს სიგარეტი იატაკზე დაუვარდა, რამაც ცეცხლი გააჩინა. მან მეზობლებს ცეცხლის გაჩენის შესახებ თავად შეატყობინა.

ხანძარი გვერდით მდებარე ბინებზეც გავრცელდა. სულ დაიწვა 7 საცხოვრებელი ფართი. 

ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინები საცხოვრებლად უვარგისია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი