გიორგი შაქარაშვილი მოკლულია - რა ვითარებაში მოკლეს ფეხბურთელი

გამოქვეყნდა:

ექსპერტიზის დასკვნას ქვეყანა ოჯახთან ერთად სამ კვირაზე მეტ ხანს ელოდა.15-გვერდიან დოკუმენტში შემზარავ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. რაც იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ბიჭი წყალში ჩავარდნისას ჯერ კდიევ ცოცხალი იყო. სიკვდილის მიზეზის გარდა, ექსპერტებმა სხვა მძიმე გარემოებაც დაადგინეს. გიორგი შაქარაშვილს ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემეს.

ოჯახის მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტი თითქმის ბოლომდე იზიარებს სამხარაულის სპეციალისტების დასკვნას. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული. ამტიცებს, რომ დარტყმები არც მუშტითაა. თუმცა მთავარი კითხვა, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა წყალში, ისევ პასუხგაუცემელია.

რა გადამწყვეტი როლი ექნება გიორგი შაქარაშვილის მკვლელის ან მკვლელების დადგენაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ დოკუმენტს გამოძიებაზე განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნება.

მთელ რიგ უზუსტობებზე საუბრობენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში. ექსპერტ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სამხარაულის დასკვნა სრულყოფილი არ არის, საჭიროა დანაშაულის სურათის სრულყოფილი აღდგენა. ჯიშკარიანს ეჭვი საერთოდ არ ეპარება, რომ შაქარაშვილი წყალში შემთხვევით არ გადავარდა და ის მდინარე არაგვში მიზანმიმართულად გადააგდეს. 

სახელმწიფო გამოძიებას შაქარაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეში ბრალდების მუხლის დამატებისთვის სამ კვირაზე მეტი დასჭირდა. დღეიდან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი