შაქარაშვილის საქმის პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი საკვანძო დასკვნის, ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ყევლა დამნაშავე დაისჯება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, გიორგი გახარიას თავდასხმის სამიზნეები გახდნენ პოლიტიკოსები და მედია, რომელიც ინტენსიურად აშუქებდა საქმის ყველა დეტალს და გამოძიების მიმდინარეობას.

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და თუკი გამოიკვეთება პოლიციის პასუხისმგებლობა, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს პროკურატურა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა თქვა ისიც, რომ საზოგადოებას ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რასაც პასუხები უნდა გაეცეს. ამავდროულად, გიორგი გახარია ამბობს იმასაც, რომ მედიის აქტიურობა ამ საქმესთან დაკავშირებით სპეკულაციურია და ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ამორალურიც კია. 

სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომაგდენლები კი ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მათ გაცილებით მეტი შეკითხვა აქვთ და ბევრი მათგანი ამბობს იმასაც, რომ არ არის სანდო ეს ექსპერტიზა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ახლა უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც პირდაპირ გაეცემა მთავარ შეკითხვებს პასუხი - ვინ მფარველობს დამნაშავეებს და ვინ არიან ის პირები, რომლებიც გამოძიების ბოლომდე მიყვანას ხელს უშლიან. 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი