საქართველო ბნელ 90-იანებს დაუბრუნდა. ქვეყანაში ასეთი უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება წლებია, არ ყოფილა. უკიდურესად რთულ მდგომარეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც ადასტურებს.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 30 განზრახ მკვლელობა მოხდა და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. საუბარია იანვრიდან მაისის ჩათვლით არსებულ პერიოდზე და თუ ჩვენ მას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ეს მონაცემები 150 პროცენტით არის გაზრდილი, ვინაიდან შარშან 12 განზრახ მკვლელობა მოხდა.
ცვლილებაა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებითაც - 2020 წელს 18 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს კი 16.