ავარია თელავი-შუამთის გზაზე - შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-შუამთის გზაზე - შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ნისანის" მარკის ავტომანქანა და "ფორდის" სატვირთო შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

დაშავებულები შუახნის კაცები არიან, მათ შორის ერთი მძღოლია.

ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში გამოკვლევა უტარდებათ.

მომხდარის გამო, დროებით შეფერხებული იყო მოძრაობა გომბორის მიმართულებით.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი