ახალი მავთულხლართები ქართლში | სუს-მა კონფლიქტის ზონაში შესვლის უფლება მხოლოდ ოპერატორებს მისცა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეგტრში, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ოკუპანტები მობილიზებული არიან ტრაქტორებითა და ავტომობილებით და დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიღრმის თხრილებს აკეთებენ. 

ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ უკანონო სამუშაოები ბოლო ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან ისინი ამბობენ, რომ გუშინ ღამით ოკუპანტები სოფლის გარშემო მანათობლებით გადაადგილდებოდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ღამის განმავლობაში ესმით სროლის ხმა, რის გამოც შეშინებულები არიან. 

სუს-მა კონფლიქტის ზონაში შესვლის საშუალება მხოლოდ ოპერატორებს მისცა ჟურნალისტებს კი არა. სავარაუდოდ, უწყებას არ სურს მედიამ ადგილობრივებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღოს. 

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ფოტო-მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ოკუპანტები გუშინ სოფლის განაპირას მუშაობდნენ.

"მთავარი არხის" ოპერატორი კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში შეძლებს შესვლას. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი