"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
"სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ცნობით, სოფლის მიმდებარედ ოკუპანტები თხრილებს უკვე 2 დღეა აკეთებენ.