გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ნახალოვკაში, ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც თვითმხილველმა MTAVARI.TV-ს მიაწოდა ინფორმაცია, 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დანითაა დაჭრილი და მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ახალგაზრდებს შორის, დაპირისპირებას მოჰყვა.