ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდივანი მაკა ლობჟანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ამის შესახებ "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
ასევე, ცნობილია, რომ უნივერსიტეტში თანამდებობა დატოვა უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ამჟამად რექტორის მოადგილემ გიგა ღავთაძემ.
"მთავარი" უნივერსიტეტის რექტორს, როლანდ კოპალიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით დააკავეს თანამშრომელი.