საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ჯამში 981 გახდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბოლო 24 საათში სამით გაიზარდა და 849 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231პირი რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი