აჭარაში კორონავირუსი ოჯახის ხუთ წევრს დაუდგინდა

გამოქვეყნდა:

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. ცნობილია, რომ კოვიდ 19-ით ოჯახის ხუთი წევრი დაინფიცირდა. 

სავარაუდოდ ისინი ახალგაზრდა კაცისგან დაავადნენ, რომელიც ტრაილერის მძღოლია და ბათუმში, საკუთარ სახლში, ლარსის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა, რის შემდეგაც თურქეთში წავიდა. კოვიდ 19 მას სწორედ თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა კახის კონტაქტების მოძიება გრძელდება. 

ამ დროისთვის, ბათუმში, კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი