მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ქვეყნის მომავალზე - დიტო საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. 

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამხვილდებს იმ გარემოებაზე რითაც დასტურდება, რომ "მთავრი არხის'' დირექტორს დანაშაული არ ჩაუდენია და რომ იგი პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება გავლენას ახდენს ქვეყნის ევროპულ მომავალზეც. 

"ნათელია, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. უპირველეს ყოვლისა, ეს ნათელია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-ს ვგულისხმობ, რადგან კარგად გვახსოვს, თუ როგორი რეაქცია მოჰყვა ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ევროკავშირის მხრიდან.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური წნეხის ქვეშ გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არ წყვეტენ მხოლოდ ერთი ადამიანის თავისუფლების ბედს, არამედ მათი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ამ ქვეყნის თავისუფლებასა და ევროპულ მომავალზე, შესაბამისად, მათი სახელი დარჩება ისტორიას, ხოლო თუ როგორ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი