შესაძლოა დადგეს რეალობა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" გარდაიქმნას ხალხის პარტიად - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალა, პარტიად გარდაიქმნას.

"სწორედ ამან შეასუსტა ის რისკები, რომ ქვეყანა ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, რისი მცდელობაც იყო. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა დადგეს იმდაგვარი რეალობა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გარდაიქმნას ხალხის პარტიად", - თქვა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების დაფუძნებულ "ხალხის ძალას" მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი - დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე და ეკა სეფაშვილი შეუერთდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი