უკრაინის დროშა ხერსონის ოლქის კიდევ ერთ სოფელში აღმართეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში, ბერისლავის რაიონის სოფელ დავიდევ ბრიდში, უკრაინის დროშა აღმართეს - ინფორმაცია ფეისბუქზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა რომან ლოზინსკიმ გაავრცელა, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობს.

ლოზინსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 35-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები სოფელში მდებარე კოშკზე უკრაინის სახელმწიფო დროშას ამაგრებენ.

"დავიდოვი ბრიდი! გათავისუფლებულია!
აქ ჩვენი დროშა ახლახანს აღმართეს!
ერთ-ერთი პლაცდარმი ხერსონზე
შევხვდეთ მდინარე ინგულეცზე" ამბობს ის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სოფელ დავიდივ ბრიდის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი