უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ტაიფ ერდოღანს ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ერდოღანთან ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა განიხილა, რომელიც უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და ამერიკის წარმომადგენლების დასწრებას მოიცავს.
"თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ახლახანს კარგი და ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა. მას პირადად და მთელ თურქეთს მადლობა გადავუხადე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პრინციპული პოზიციისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართულ პირველ შეხვედრაზე. პატიმრების გაცვლა მისი მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობისკენ შემდგომი სვლისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ადამიანების მკვლელობა. ჩვენ განვიხილეთ სტამბოლში შესაძლო შემდეგი შეხვედრა და რა პირობებშია მზად უკრაინა მონაწილეობა მიიღოს მასში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეხვედრა არ შეიძლება და არ უნდა იყოს ცარიელი. ასევე განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების დონეზე. ასევე ცალკე ვისაუბრეთ თურქეთის მონაწილეობაზე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში. გმადლობთ ნაბიჯებისა და იდეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო შედეგის მოტანა", - წერს ზელენსკი.