
"საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდით უდგას ბიზნესს. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის თავისუფალი აბსოლუტურად. შემთხვევითი არ არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და გავხსენით ქვეყანა პანდემიის შემდგომ, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა, და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
დღეს კიდევ ერთხელ გავიხენეთ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი, თითქმის 30%-ით მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები 150 მილიარდ ლარამდე არის ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, გაისად, მომავალ წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლინი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი.
ეს მე ვთქვი, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის 10 მილიარდი დაახლოებით დოლარში და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო... მთავრობა უსმენს ბიზნესს"
- თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესის სექტორთან შეხვედრის შემდეგ.