"ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ დაკავდნენ საქმით" | კაცს, რომელსაც სხვადასხვა ქალისგან 31 შვილი ჰყავს, რუსეთში "გმირი მამის" წოდება მიანიჭეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში ლენინგრადის ოლქში ქალაქ კოლტუშის ხელმძღვანელს, ედუარდ ჩირკოს, რომელსაც სხვადასხვა ქალისგან 31 შვილი ჰყავს გმირი მამის წოდება მიენიჭა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა პარლამენტმა მიიღო.

დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ  ჩირკო აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. მას სპეციალური სამკერდე ნიშანი მიენიჭება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 5 ათას რუბლს მიიღებს.

ჩირკო 58 წლისაა და ოფიციალურად 30 წელია ერთსა და იმავე ქალზეა დაქორწინებული. მან არ გაამხილა დეტალები შვილების დედების შესახებ.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ სჭირდებოდა მას ეს სამკერდე ნიშანი, ჩირკომ განაცხადა, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს

"რატომაც არა? ეს უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის, რომ დაკავდნენ საქმით და გააჩინონ შვილები. ჩვენი ქვეყანა ამჟამად მოსახლეობის შემცირებას განიცდის და ჩვენ როგორმე უნდა მოვახდინოთ ამაზე გავლენა." - განაცხადა ჩირკომ რუსულ მედიასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი