შვედეთი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, ბალტიის ზღვაში ინსპექტირებას აძლიერებს

გამოქვეყნდა:

შვედეთმა დღეს ახალი წესები გამოაცხადა, რომლებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება და რომლებიც ითვალისწინებს ბალტიის ზღვაში უცხოური გემების ინსპექტირების გაძლიერებას. ეს არის რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ მიმართული ზომები, რომლებსაც რუსეთი ნავთობით ვაჭრობაზე დაწესებული სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებს. 

არსებული მონაცემებით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, რუსეთი ასობით ასეთ გემს იყენებს.

„ეს ზომა მიზნად ისახავს ამ ფლოტთან ბრძოლას და ამით გემების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია შვედეთის მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მე-17 პაკეტით, სწორედ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 200 ტანკერი დაექვემდებარა შეზღუდვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი