ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღმართეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინფორმაციით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში რუსი ოკუპანტებისაგან. ასევე ეროვნული პოლიციის, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ქალაქ ლიმანის მოსახლეობა.

ლიმანის გათავისუფლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. 2 ოქტომბერს კი სახელმწიფოს მეთაურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიმანი რუსული საოკუპაციო ჯარისგან სრულად იყო გაწმენდილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი