"ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია" | ღარიბაშვილი "წასულებზე"

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია" - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი "ოცნებიდან" მორიგი 5 ადამიანის წასვლას და ე.წ. განდგომილების მოძრაობაში "ხალხის ძალა" გაწევრიანებას. 

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ეს არის... ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი იდეოლოგია არის მისაღები. ჩემთვის პირადად, მე ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ.

ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო, ასე ვთქვათ, მათი ასეთი ფორმით გამოხატულება, მათი პოზიციების და მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიების არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე.

ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ [ქვეყნებთან].... ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან, არის შემდეგი, რომ ისინი მართავდნენ დიქტატორულ რეჟიმში.

[...]

ჩვენ ვართ გამიჯნული რა თქმა უნდა. ისინი თავად გაგვემიჯნენ. ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები, - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის დილას ცნობილი გახდა, რომ "წასულები" გაფართოვდნენ და "ქართული ოცნებიდან" 5 დეპუტატი დაიმატეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი