
ფინეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პარტიას ამზადებს, - ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის თქმით, მზადება უკრაინაში სამხედრო დახმარების მეცხრე პაკეტის გაგზავნისთვის დასასრულს უახლოვდება.
"დახმარების ახალი პაკეტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ბოლო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში", - თქვა კაიკონენმა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის მხრიდან, წინა დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება თითქმის 93 მლნ ევროდაა შეფასებული.