"ქართული ოცნება" უკან იხევს. მმართველი გუნდი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს უკან იწვევს. უმრავლესობის დეპუტატის, რომან კაკულიას ინფორმაციით, იმის გამო რომ პროექტმა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს, მედიაში დიდი მღელვარება გამოიწვია, მას ამ ვერსიით აღარ მიიღებენ.
თუმცა, "ოცნების" დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ ცვლილებებზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება.
კანონი საერთოდ გაწვეული იქნება. ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში. იმიტომ რომ, დღეისათვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ამ თემის განხილვა. რაც შეეხება უკვე ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს თუნდაც ის მინიმალური სტანდარტები კანონის მიღების და იმ სექტორთან კომუნიკაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით რომელსაც ეხება ეს კანონი. აშკარად კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და გასაგებია, რომ დაჩქარებულ დროში, მაგრამ შევეცდებით ამ დღეებში, ხვალ, ზეგ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ კომუნიკაციის დეფიციტი მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არის იმ სექტორში, რომლის დარეგულირებაზეც არის საუბარი, იქნას კიდევ ერთხელ გააზრებული მარეგულირებელთან ერთად, - ამბობს რომან კაკულია.