მატება ე.წ. განდგომილებში | "ოცნება" ანტიდასავლურ ნაწილს აძლიერებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ვა-ბანკზე მიდის. "ქართული ოცნება" საპარლამენტო უმრალესობას კარგავს, და პარტიის ანტიდასავლურ ფრთას აძლიერებს. ე.წ. განდგომილებში მატებაა. ივანიშვილის ოთხეული მმართველი გუნდის დეპუტატებით, სახელისუფლებო ექსპერტებითა და ანალიტიკოსებით შეივსო.

დღეიდან სამთავრობო მედია პოსტივიც სრულად მათ განკარგულებაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ ამიერიდან არხის საკონტროლო პაკეტი "ოცნების" 4 მოწვევის დეპუტატისა და ბიზესმენის, ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილებაა, რომელიც არაერთ სკანდალსა და სავარაუდო კორუფციულ გარიგეგებში ფიგურირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი