
ილონ მასკს Twitter-ის ყიდვა ისევ სურს, მან სოციალურ ქსელს შესთავაზა, რომ თითოეული აქციას 54.2 დოლარად შეისყიდდა.
გავრცელებული ინფორმაციით მასკმა ეს წინადადება სოციალურ ქსელს წერილით შესთავაზა, ამის ფონზე კი აქციათა ღირებულებამ 15%-მდე მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა 25 აპრილს Twitter-თან შეთანხმება გააფორმა, ქსელის 44 მილიარდ დოლარად ყიდვის შესახებ. გარიგება წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მან უარი თქვა. მისი თქმით, სოციალურმა ქსელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია ყალბი ანგარიშებისა და ბოტების შესახებ. ამის გამო, კი მასკს Twitter-ის ხელმძღვანელობამ სასამართლოში უჩივლა.