აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელის, კარინ ჟან-პიერის თქმით,   აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ბირთვული იარაღის ჟღარუნს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება", - თქვა ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა TIMES წერს, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს აჩვენოს თავისი მზადყოფნა გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი