თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით მეტრო სადგურებში "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი" ახალი "ტურნიკეტები" დამონტაჟდება. კალაძემ თქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება.
"მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ეს არის ე.წ. ტურნიკეტების, თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროს სადგურებში გვაქვს 7 გასასვლელი, ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, ეს მეტროს საშუალებას მისცემს 30%-ით მეტი მგზავრი გაატაროს.