ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა დამპყრობლებისგან - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ ტელეგრამის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისა და რუსი ოკუპანტებისაგან", - ამბობს ის.

გაიდა არ აკონკრეტებს გათავისუფლების დასახელებებს. მან ხაზი გაუსვა ტერიტორიის განაღმვის აუცილებლობას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დასახლება კრემინნაიაში, ოკუპანტები ნაღმებს გამიზნულად ტოვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი