შვედმა დეპუტატმა ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად ევროპარლამენტში თმა მოიჭრა

გამოქვეყნდა:

შვედმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში, ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა - „ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“ -  განაცხადა  ცენტრისტული პარტიის წევრმა, აბირ ალ საჰლანიმ სიტყვით გამოსვლისას სტრასბურგში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირანში დემონსტრაციები 16 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის "მორალის პოლიციამ" დააკავა და სცემა. ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი