მიხეილ სააკაშვილს კვლევისთვის ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს თმის, ფრჩხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ნიმუში აუღეს, რომლებზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. უცხოელ ექიმს მედიასთან არ დაუზუსტებია თუ რა მიზანს ემსახურება ბიოლოგიურ მასალაზე სამომავლო კვლევა და სად ჩატარდება ის. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოკვლევა FBI-ის სტანდარტების იქნება. მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა. 

"საჭმელიც და ესეც, ყველაფერი, დაკავშირებულია ბუნებრივია რაღაც ხიფათთნ, ამბობს, რომ გაირკვეს რა დიაგნოზი მაქვს, და ამის შემდეგ იქნებ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს და რაღაცაზე ჩამოყალიბდნენ", - თქვა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. 

მისი თქმით, კვლევები ნერვოლოგმა მოითხოვა, კვლევის შედეგები კი 4-5 დღეში გახდება ცნობილი. დღის ბოლოს მესამე პრეზიდენტის უცხოელი ექიმ-ექპსერტები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი