"მათ [ოპოზიციას] უნდათ, რომ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი ჩაიწეროს კანონში და ეგეთი კანონი არ იწერება არცერთ ქვეყანაში, რომ სახელს და გვარს ეხებოდეს. და უკრაინული კრიტერიუმებით, რაც ეხლა ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი კრიტერიუმი ეხება და 4-დან 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ოლიგარქის სიაში შეიძლება, მოჰყვეს. პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც და ხალხისაც - შიგნით სახელი და გვარი არავისი არ ჩაიწერება, უკრაინული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ვინც მოყვება ამ სიაში, მოყვება"
- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ანტიოლოგარქიულ კანონზე, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პასუხად.