
რუსეთში, პენზის ოლქში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა სამხედრო აღრიცხვის ოფისში განცხადების ხელმოწერაზე.
უფლებადამცველის, პაველ ჩიკოვის ცნობით, 32 წლის მამაკაცი სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს და უკვე მეორე დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რაც პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, ეს არის პირველი ცნობილი სისხლის სამართლის საქმე გამოძახებაზე უარის თქმის გამო.
საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (სამსახურიდან თავის არიდება). ამავდროულად, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას.