
"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ გლობალური კრიზისის წინაშე ვართ ის არის, რომ დასავლეთმა საკმარისი არ გააკეთა. ჩვენ ვიყავით თვითკმაყოფილი, არ დავხარჯეთ საკმარისი თავდაცვაზე, გავხდით ზედმეტად დამოკიდებული ავტორიტარულ რეჟიმზე იაფი საქონლისა და ენერგიის გამო და ჩვენ რუსეთს არ შევეწინააღმდეგეთ თავის დროზე - ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება.
მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი, არამდე ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. პუტინის არალეგალური ანექსია უკრაინული ტერიტორიებისა არის ბოლო ქმედება, რითიც ცდილობს დაამხოს დემოკრატია და დაარღვიოს საერთაშორისო კანონი.
ჩვენ არ უნდა დავთმოთ მათთვის, ვისაც გარიგება სურს, ვინც ვაჭრობს უკრაინული მიწით. ისინი გვთავაზობენ, რომ გადავიხადოთ უკრაინელების სიცოცხლით მოჩვენებითი მშვიდობისთვის. ჩვენ ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს."
თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ლიზ ტრასმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.