"განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - ზელენსკი სტოლტენბერგს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეფონზე ისაუბრეს. ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებს.

"მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ტელეფონით ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივანს. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა იენს სტოლტენბერგმაც:

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - დაწერა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი