
ოკუპირებული ხერსონის ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები და FSB-ს ოფიცრები იმყოფებოდნენ, თავდასხმა მოხდა. ხერსონის რეგიონული საბჭოს დეპუტატის სერხი ხლანის ინფორმაციით, დაღუპულია 7 პირი - FSB-ს 5 ოფიცერი და ორი მაღალჩინოსანი სამხედრო. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"სასტუმრო ქალაქის ცენტრშია, საცურაო აუზითა და საუნით, FSB-ის ხელმძღვანელობას ძალიან მოეწონა აუზი და საუნა და იქ დასახლდნენ. 200-დან შვიდი ამ სასტუმროდან გაიყვანეს“, - აღნიშნა ხლანმა.
შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში კონტრშეტევა აგვისტოს ბოლოს დაიწყეს. მას შემდეგ უკრაინის დამცველებმა რუსების თავდაცვაში არსებული ხარვეზებით ისარგებლეს და შიარაღების მიწოდების გზები გაანადგურეს. სამხრეთისთვის ბრძოლა ბოლო დღეებში გამძაფრდა.
გუშინ, 4 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებიოსგან ხერსონის ოლქის 8 დასახლება გაათავისუფლეს: ლიუბიმივკა, ხრეშჩენივკა, ზოლოტა ბალკა, ბილიაივკა, უკრაინკა, ველიკაია და მალა ოლექსანდრივკა და დავიდოვო ბროდ.