"მას შემდეგ, რაც მის პალატაში შეიჭრნენ და სცადეს სხდომის გამართვა, დაკარგა გონება... აქვს სასიცოცხლო საფრთხე" | მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პალატაში პროკურატურამ სხდომის გამართვა სცადა, მან გონება დაკარგა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება. 

"ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის პალატაში შეიჭრა პროკურატურა და შეეცადნენ სხდომის გამართვას, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე დაკარგა გონება. ეს არ არის პირველი, მას გონების დაკარგვა უფიქსირდება შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეულია მოულოდნელი თავდასხმებით. დღეს შევიდა ამერიკელი ნევროლოგი, რომელმაც საგანგაშო სურათი დაინახა, მისი მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე, თუ მისი გაუმჯობესება არ დაიწყება, პარამეტრები არის ზღვარზე, რის შემდეგაც კოლაფსი გველოდება", - თქვა მასიმო დი ანჯელომ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი