პრაღაში ხვალ ფაშინიანის, ალიევის, მაკრონისა და მიშელის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდებიან. 

ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხვალ თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერს პირისპირ შეხვდებაეს იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის განახლების შემდეგ. სომხეთის სახელმწიფო რადიო და სომხეთის პირველი არხი სექტემბრის ბოლო კვირიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას ერდოღანის ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი