
ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია - ინფორმაციას უკრაინული მედია, Unian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხიდზე საწვავის ავზი იწვის. მოძრაობა შეჩერებულია.
ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხანძარი რკინიგზის ნაწილზეა გავრცელებული, დაზიანებულია საავტომობილო გზაც.
BBC წერს, რომ ყირიმის ხიდი, რომლის აშენებაზე ბრძანება პუტინმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გასცა, 2018 წლის მაისში გაიხსნა. რუსეთის პრეზიდენტი გახსნის ცერემონიაზეც იმყოფებოდა.
როგორც გაზეთი „ვედომოსტი“ 2017 წლის თებერვალში წერდა, პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 300 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. ამ დრომდე ყირიმის ხიდი სამხრეთ უკრაინაში რუსული არმიის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.