"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი
მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა.
დღეს ექვს საათზე, საქალაქო სასამართლოში მოხდება ნიკა გვარამიას გამოკითხვა, სადაც ჩვენ აუცილებლად გამოვცხადდებით. პრინციპში, ზუსტად არ ვიცით, რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას და ის თუ რა პასუხები ექნება ნიკა გვარამიას, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკითხებით ინტერესდება გამოძიება და რა კითხვები იქნება მის მიმართ დასმული, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მანამდე კი გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო.