
BBC-ის ცნობით, ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ რუსეთის ხელისუფლებისგან პირველი კომენტარები გავრცელდა.
"მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მიიღო მოხსენებები პრემიერ-მინისტრისგან, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელებისგან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან და დაავალა შეიქმნას „სამთავრობო კომისია მომხდარის მიზეზების გასარკვევად და შედეგების აღმოსაფხვრელად“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის ანტიტერორიტრულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს.