არ არსებობს მიზეზი, რატომაც უნდა გრძნობდეს თავს მიხეილ სააკაშვილი ასე ცუდად, ჩვენ ამის შეცვლა შეგვიძლია - ექიმ ჯეიმს კობის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

ამერიკელმა ნობელიანტმა ექსპერტმა ჯეიმს კობიმ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები ესაჭიროება. ექიმი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზი არასწორად აქვს დასმული.

ჯეიმს კობი დღეს კვლევებთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს, ორშაბათს კი კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილსა მოინახულებს. ასევე ორშაბათს, ადვოკატები ამერიკელი ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდაციებს კლინიკა "ვივამედში" ექიმებს გააცნობენ.

"გავსინჯე ბატონი პრეზიდენტი, მე  ვარ ქირურგი-ორთოპედი და ვიკვლევ სხვა ექიმებისგან განსხვავებულად. მე მჭირდება კიდევ ბევრი გამოკვლევა და ვიცი ამის ჩატარება სადაც არის საჭირო. მათი ჩატარება შედეგს მოგვცემს თუკი ჩატარებული იქნება მოთხოვნების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არის პაციენტი საპატიმროში, მას სჭირდება ძალიან მაღალი მომსახურება. არის მარტივი საკითხები, რომლებიც დროულად უნდა გადაწყდეს. არ არსებობს მიზეზი, რატომაც უნდა გრძნობდეს თავს ასე ცუდად და ჩვენ ამის შეცვლა შეგვიძლია", - თქვა მან.

გარდა ჯეიმს კობისა, გუშინ 7 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსგან სამუშაო ლიცენზია კიდევ ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა მიიღო. გასტროენტეროლოგი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დისტანციურად შეისწავლის. საბოლოო ჯამში კი ექიმები ერთიან დასკვნას მოამზადებენ, რომელიც ცენტრ ემპათიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს დაერთვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი